რუსეთი თურქეთიდან კვერცხის მეორე დიდ პარტიას მიიღებს

უახლოეს მომავალში თურქეთიდან კვერცხების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, ამის შესახებ მიმწოდებელ კომპანიაზე – ОЗК ჯგუფზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს. 3 იანვარს, ქვეყანაში უკვე შევიდა 300 ათასზე მეტი თურქული კვერცხი.

„დატვირთვის დაწყება იგეგმება უახლოეს მომავალში. კვერცხის პარტია გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე უკვე შემოტანილია რუსეთის ფედერაციაში“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ ОЗК-ის წარმომადგენელმა.
13 დეკემბერს მთავრობამ დაამტკიცა ნულოვანი ტარიფი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა მიმდებარე ქვეყნებიდან იმპორტირებულ კვერცხზე 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში.

აზერბაიჯანიდან რუსეთში კვერცხის შეტანა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 21 თურქულმა საწარმომ მიიღო კვერცხების რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ