არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ველით – კობახიძე

„ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ სთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ“, – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას ზემო აჭარაში შუამთობის დღესასწაულზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებაა.
„ორი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და თბილისის მერობის კანდიდატზეც კი ვერ არის ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ვისზეც არის საუბარი, ეს კანდიდატები მეტყველებენ იმაზე, რომ ძალიან უჭირს ოპოზიციას. ეს არის მათი საქმე. ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად. გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს“, – აღნიშნა მ.
მისივე თქმით, მმართველი ძალა წინასაარჩევნოდ საკუთარ დღის წესრიგს მიჰყვება და ამ გეგმით მოქმედებს.