თამარ ბუჩუკური: ნაზი შამანაურის შეურაცხადად გამოცხადებიდან 42 წლის შემდეგ, ნინო დათაშვილს რეჟიმი სჯის…

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი……შემდეგ – 19 წლის ასაკში……ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს.…27 წელი……ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია……ახალს არაფერს ველი……სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს……და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე……ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერ-კალამი… იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი­ ბარათებია……უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს”, – ეს გახლავთ ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან… ეს იყო 1983 წელი.
გადის 42 წელი და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჯერად ისევ რუსული КГБ-ს უცვლელი მეთოდით – საბჭოთა ფსიქიატრიული რეპრესიებით ნინო დათაშვილს ისევ რუსული რეჟიმი ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტილი უპირებს.
ნაზი შამანაურის შეურაცხადად გამოცხადებიდან 42 წლის შემდეგ, ნინო დათაშვილს რეჟიმი სჯის… მაშინ ნაზი შამანაური ამხელდა იმდროინდელ ხელისუფლებას, ამ დროში – ნინო იბრძვის რუსულ მთავაოს წინააღმდეგ… მაშინ, რუსული რეჟიმი ხოცავდა ქართველ პატრიოტებს, ამჯერადაც რუსული რეჟიმი აწამებს უკანონო ტყვე პატრიოტებს.
1. მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი პრაქტიკულად არ იყოს,
2. ფსიქიატრია დამკვიდრდეს, როგორც ადამიანების დასჯის ხერხი,
3. დაშინდნენ ადამიანები და მიიღონ რეჟიმი ჩუმად, უბრძოლველად.
არ იცვლება რუსული კაგებეს მეთოდები, მაგრამ იცვლება რეჟიმი. ნაზის თან დედა ჰყავდა ბრძოლის ველზე ფსიქიატრიულში. ნინოს შვილების, დედების და თანატოლების “არმია” ჰყავს გვერდით❤️🇬🇪🇪🇺