ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ

პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ – ამის შესახებ ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ უფლებადამცველები იტყობინებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში