საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიცხის გამო დროებით დაიხურა. განცხდებაში, რომელიც თავად გამოაქვეყნეს ვკითხულობთ, რომ დარბაზებში ტემპერატურის და ტენიანობის დადგენილი პარამეტრების დაცვა ზაფხულის ცხელ დღეებში შეუძლებელი გახდა. ექსპერტების თქმით, ტენიანობის და ტემპერატურის რეგულირების გარეშე საფრთხე ექმნება უნიკალურ ნამუშევრებსაც, რომელსაც მუზეუმი ინახავს, მათ შორის ფიროსმანის ნახატებს. არადა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მარეგულირებელი სისტემა რენოვაციის დროს დამონტაჟდა – სამი წელია წყობიდან ეტაპობრივად გამოდის, თუმცა რეაგირება არავის აქვს.
ადგილზე “პირველებს” დაუდასტურეს, რომ მუზეუმში გაგრილება-გათბობის სისტემაა დაზიანებული.
“როდესაც ირღვევა ტემპერატურის და ტენიანობის პირობები, ეს ნიშნავს, რომ ნამუშევრები, რომლებიც არის წარმოდგენილი სივრცეში, არის საფრთხის ქვეშ. ეს არ არის პირველი შემთვევა. შარშან აგვისტოს თვეში გვქონდა პრობლემა- ბაღლინჩოებსი კოლონადა გაჩნდა ექსპოზიციის მიმდინარეობისას. ესეც იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევიდან გამომდინარე. გალერეაში და მუზეუმში უნდა არსებობდეს კომპეტენტური სტაფი, რომლებიც უზრუნველყოფნე, რომ ნამუშევრები, რომლებიც წარმოდგენილია, იყოს სრულიად უსაფრთხოდ”, – აცხადებს ნინო გოგინაშვილი.
განცხადების თანახმად, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვიზიტორთათვის 31 აგვისტოს გაიხსნება.
