უკრაინის დრონებმა იერიში მიიტანეს რიაზანზე, პენზასა და სამარის ოლქზე. არიან დაღუპულები

2 აგვისტოს გამთენიისას მ დრონებით შეუტია ს რვა რეგიონს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჯამში 112 უკრაინული დრონი იქნა განადგურებული.
სამარის რეგიონში, იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. წინა ჯერზე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 2025 წლის 10 მარტს.
სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა, ტელეგრამაში დაწერა ერთი დაღუპულის შესახებ.
„მამაკაცი იმყოფებოდა აგარაკზე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო“. ფედორიშჩევმა დაადასტურა თავდასხმა „ნოვოკუიბიშევსკის ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოზე“. სამარაში გაითიშა მობილური ინტერნეტი. შეჩერდა კურუმოჩის აეროპორტის ფუნქციონირება.
რიაზანის ოლქში დრონებმა იერიში მიიტანეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინული დრონების სამიზნეში იყო ამოღებული 2024 წლის მარტსა და მაისში, ასევე 2025 წლის იანვარსა და თებერვალში.
უკრაინული Telegram არხები ასევე იუწყებიან ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონების იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ.
ასევე, 2 აგვისტოს ღამეს იერიში იქნა მიტანილი პენზაში მდებარე ქარხანა „ელექტროპრიბორ“-ზე, რომელიც რუსეთის არმიისთვის უსაფრთხო საკომუნიკაციო აღჭურვილობას აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ ამავე ქალაქში უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს „რადიოზავოდს“. პენზის ოლქის გუბერნატორი ოლეგ მელნიჩენკო აცხადებს, რომ რეგიონის თავზე ხუთი დრონი განადგურდა. მისი თქმით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, ორი ადამიანი კი დაშავდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს დრონების თავდასხმა შვიდ რაიონში: კამენსკ-შახტინსკის, ბელაია კალიტვას, კრასნოსულინსკის, კამენსკის, ტარასოვსკის, ჩერტკოვსკის და ვერხნედონსკის რაიონებში. კრასნოსულისკის რაიონის სოფელში, საწარმოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაიღუპა დაცვის თანამშრომელი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 2 აგვისტოს ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით 53 დრონი გაუშვა. აფეთქებები დაფიქსირდა 5 ლოკაციაზე, ხოლო კიდევ ორ ადგილას დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა. დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, დრონი დაეჯახა სასტუმრო „სლავიანსკს“. ასევე დაზიანდა ახლომდებარე მაღალსართულიანი შენობები და საერთო საცხოვრებელი. „ერთი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ქალაქის მერმა, ვადიმ ლიახმა.
ფორუმი