უწყლოდ დარჩენილი 14 ათასი აბონენტი – პროტესტი გორში

უწყლოდ დარჩენილი 14 ათასი აბონენტი – პროტესტი გორში გუშინ ღამით გაიმართა. მოქალაქეების თქმით, 48 საათზე მეტია კომპანია ატყუებთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში წყალმომარაგება აღუდგებათ, თუმცა დათქმული დრო უკვე ორჯერ შეიცვალა.
მრავალშვილიანი ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით ამბობენ, რომ ერთი კომპანიის სამშენებლო ინტერესების გამო არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კომპანია, რომელიც ნადირაძის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, ადგილობრივების თქმით, “ოცნებასთან” დაახლოებულ ბიზნესმენს, ნუგზარ ციანაძეს ეკუთვნის და ხელშეუხებლობითაც სწორედ ამიტომ სარგებლობს.
14 ათას უნიკალურ აბონენტს გორში შეუწყდა წლის მიწოდება, ოღონდ წარმოიდგინეთ, ამ 14 ათასი აბონენტის უკან, ზოგან ოჯახში 3-4-7 ადამიანია. გავდივართ 60 ათას ადამიანზე. ამ სიცხეში ადამიანები იმყოფებიან დასაბან მდგომარეობაში. ზოგოერთი წყალსაც კი ვერ სვამს, იმიტომ, რომ წყლის ყიდვის საშუალება არ აქვთ, თან უკვე მარაგებიც აღარ არსებობს მარკეტებში. ვიღაცა “ქოცი” ბიზნესმენსი გამო, რანაირად შეიძლება გვერდზე გაწიო 60 ათასი ადამიანის ინტერესი, ისე რომ არც კი შეუთანხმო”, – ამბობს ადგილობრივი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა