მასკმა ევროკავშირის ყველა ქვეყანას ბლოკის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ევროპაში დემოკრატიას ანადგურებს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი, მათ შორის მისი X პლატფორმის ციფრული ცენზურის გამო.
უფრო კონკრეტულად:
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ევროკავშირის ყველა ქვეყანას ბლოკის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ასევე მან კომენტარი გააკეთა @Mick_O_Keeffe-ს მეტსახელით IREXIT-ის პოსტზე, რომელშიც ირლანდიის ევროკავშირიდან გასვლის აუცილებლობაზე დაწერა. ის აღშფოთებული იყო ევროკავშირის სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომ ირლანდია ვალდებულია თავშესაფრის მაძიებლებს საცხოვრებელი მიაწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის სასამართლოებმა ასეთი ვალდებულება გამორიცხეს. @Mick_O_Keeffe-მ დაწერა, რომ ევროკავშირს ამ საკითხში „აბსოლუტურად არანაირი ხმა არ უნდა ჰქონდეს“.
„ირლანდიამ ევროკავშირი უნდა დატოვოს. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანამ უნდა დატოვოს“, – აღნიშნა მასკმა. მისი მტკიცებით, ევროკავშირი ევროპაში დემოკრატიას ანადგურებს.
ცნობისთვის, მასკი ბოლო წლებში ევროკავშირს ხშირად აკრიტიკებს. ამერიკელი ბიზნესმენი ევროპას დემოკრატიის განადგურებაში სდებს ბრალს, ასევე ევროკავშირს მასკი მისი X პლატფორმის ზედმეტ ციფრულ ცენზურასა და შიდა პრობლემების გადაჭრის არაეფექტურობაში ადანაშაულებს.
2024 წლის ნოემბერში მან განაცხადა, რომ ევროპა დაბალი შობადობის გამო კვდება. ეს იყო მისი პასუხი პოსტზე, სადაც ევროპის რუკა იყო განთავსებული, რომელზეც კონტინენტის თითოეულ ქვეყანაში შობადობის საშუალო მაჩვენებელი იყო ნაჩვენები.
მანამდე მან თქვა, რომ ევროკომისიამ მას უკანონო გარიგება შესთავაზა X-ის ცენზურის შესახებ, მაგრამ ის არ დათანხმდა.
„სხვა პლატფორმები დათანხმდნენ ამ გარიგებას. X-ი არა“, – თქვა მასკმა.
