თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის, წმ. ილია თეზბიტელის ხსენების დღეს – ილიაობას.
ღმერთმა ინება, რომ 48 წლის წინ, აემაღლებინა თავისი რჩეული, სრულიად ახალგარდა მღვდელთმთავარი, საქართველოს უძველესი სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საყდარზე, რამაც დიდი სიხარულით და განსაკუთრებული იმედით აღავსო მთელი ქართველი ერი.
მიუხედავად უმძიმესი ჟამისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უდიდესი ძალისხმევის, ღვთისა და ერის წინაშე დაუცხრომელი მსახურებისა და პირადი თავგანწირვის ფასად შეძლო ჭეშმარიტი რწმენის აღორძინება და ეკლესიის მაცხოვნებელი წიაღისგან გაუცხოებული საზოგადოების კვლავ ამ წიაღისკენ შემობრუნება. მისმა სულიერმა ხედვამ მოიცვა საეკლესიო მოღვაწეობის ყველა მხარე, რაც გულისხმობს, საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების დაფუძნებას, ეპარქიების გამრავლებას, მათ შორის, უცხოეთშიც, საგამომცემლო საქმიანობის ახალ სიმაღლეზე აყვანას, ძველი ქართული საეკლესიო გალობის განახლებას, საეკლესიო არქიტექტურის, ტიხრული მინანქრისა და, ზოგადად, საეკლესიო ხელოვნების განვითარებას.
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პატრიარქის განსაკუთრებული წვლილი ქართველი ერის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების საქმეში.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობის ეპოქა, ყველაზე არსებითად, ხასიათდება უჩვეულო აღმშენებლობითა და ერის სულიერი ამაღლებით.
სწორედ პატრიარქ ილია II-ის უდიდესი მოღვაწეობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს წმინდა ეკლესიას დაებრუნებინა ის განსაკუთრებული ავტორიტეტი, რასაც იგი განიკუთვნებდა უძველესი დროიდანვე.
დღეს მთელი ქართველი ერი გამთლიანებულია პატრიარქ ილია II-ის პიროვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით. ასევე, უდიდესია მისდამი პატივისცემა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, რაც ნათლად წარმოაჩენს მის განუზომელ ღვაწლს არა მხოლოდ ჩვენი ერისა და ეკლესიის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე.
ღმერთმა მიჰმადლოს საქართველოს უწმინდეს პატრიარქს სულიერი მხნეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის მიერ ღვთისადმი აღვლენილი წმინდა ლოცვა რაც შეიძლება დიდხანს იყოს შემწე და მფარველი ღვთივკურთხეული ქართველი ერისა.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს