“მიმდინარე სამშენებლო პროცესში არსებული პროექტები გვაქვს შვიდი, საიდანაც ოთხი არის თბილისში და მის შემოგარენში და სამი ბათუმში”, – ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას 4 ახალი პროექტის დაწყება სურს:”იმედი მაქვს 2025 წელსვე შევძლებთ ამ პროექტების დაწყებას”.
