ექიმი, ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:
ერთი რამ მჯერა და ეს აუცილებლად მოხდება – ამ ქვეყანაში დადგება ის დღე, და ეს ძალიან მალე იქნება, როდესაც ადამიანები, რომლებმაც ამდენი მავნებლობა ჩაიდინეს, ამდენი ადამიანი ახლა ქუჩისთვის, ზედოზირებისთვის გაწირეს, ამდენი ადამიანი უმუშევარი დატოვეს, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით!
ყველას გპირდებით, რომ გამოვიყენებ ყველა არსებულ გზას, რათა ეს ადამიანები დაისაჯონ! სანამ მოვკვდები, აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არ დაისაჯონ დამოკიდებული ადამიანები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობაზე და ზრუნვაზე! ეს არის ჩემი პოლიტიკური განაცხადი! მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ ახლა აუცილებლად წავალ და შევცვლი ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას!!! და ზუსტად ვიცი რომ მყავს ბევრი თანამოაზრე !!
