“მეტროპოლის” გაყიდვები 1 წელში 30%-ით გაიზარდა – მამუკა იმედაშვილი

„მეტროპოლის გაყიდვები 1 წელში დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა“, – ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ახალი პროექტების დაწყებაა.
„2025 წელს ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ გაყიდვების ნაწილში პოზიტიური დინამიკა აღინიშნება. მეტროპოლის მიმდინარე პერიოდი რომ 2024 წლის იგივე პერიოდს შევადაროთ, გაყიდვები ჯამურად დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი. ამის მთავარი მიზეზი არის ახალი პროექტების დაწყება, თუმცა ინდივიდუალურ პროექტებზეც დადებითი დინამიკა შეინიშნება. მაგალითად, გასაოცარი იყო, რომ თბილისის და ს შემთხვევაში, ბათუმში დინამიკა უფრო დადებითია ვიდრე თბილისში“, – განაცხადა მან.
მამუკა იმედაშვილმა ასევე ისაუბრა “მეტროპოლი ლისის” შესახებ და თქვა, რომ 3-4 თვეა გაყიდვები დაიწყო და მთლიანი პროექტის დაახლოებით 15-20%-მდე უკვე გაიყიდა.