,,ტრამპის ტარიფები” Apple-ს $2 მილიარდამდე დაუჯდება

ინსაიდერული წყაროს ცნობით, სექტემბრის ბოლოსთვის Apple-ის ხარჯები შესაძლოა თითქმის 2 მილიარდ დოლარს მიაღწიოს იმ საბაჟო ტარიფების გამო, რომლებიც -ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა.
წყარო აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც იმპორტზე ახალი ტარიფები ამოქმედდა, კომპანიამ 800 მილიონი დოლარი უკვე დაკარგა, ხოლო მიმდინარე ფინანსური კვარტალის დასრულებამდე ფინანსური ზარალი 1.1 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის მიერ გადახდილი ტარიფების ძირითადი ნაწილი ტრამპის ჩინეთის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს უკავშირდება. თუმცა ამჟამად აშშ-ში გასაყიდად გამზადებული აიფონების უმეტესობა ინდოეთიდან შედის, ხოლო Mac, iPad და Apple Watch-ის მოდელები ძირითადად ვიეტნამში იწარმოება.
შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Apple უკვე მეორე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდია. 2025 წელს მისი ღირებულება 11%-ით გაიზარდა და$574.5 მილიარდს მიაღწია.