საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ალექსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალექსანდრ ძიკიჩი, უხელმძღვანელებს
ალექსანდრ ძიკიჩი იერუსალიმის „ჰაპოელის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ამიერიდან კი მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს.
კონტრაქტი 2025 წლის „ევრობასკეტის“ ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირსა და ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე კი მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და შეთანხმების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
სერბ სპეციალისტს „NBA“-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის ასევე წვრთნიდა ევროპულ გუნდებსაც. სანაკრებო დონეზე ძიკიჩი 2014-2015 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20 -წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალექსანდრ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ეროვნულ გუნდში წინა მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან, ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)