მწარმოებელ Dom Perignon-ის (ბრენდი LVMH Louis Vuitton Moet Hennessy-ს კონგლომერატს ეკუთვნის) შამპანური 2025 წელს ყველაზე ძვირადღირებული გახდა. რეიტინგი Wine-Searcher-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, რეიტინგში სათავეში 1992 წლის მოსავლის Dom Perignon P3 Plenitude Brut მოხვდა. მისი ღირებულება 5,2 ათასი დოლარია. 2024 წლის რეიტინგში მისი ღირებულება 4,8 ათასი დოლარი იყო.
მეორე ადგილზე 1988 წლის მოსავლის Dom Perignon P3 Plenitude Brut Rose შამპანური გავიდა, რომლის ფასიც გასული წლის 5,3 ათასი დოლარიდან 4,9 ათას დოლარამდე დაეცა.
მესამე ადგილზეა Krug Clos d’Ambonnay Blanc de Noirs Brut 2004 წლის ვინტაჟური ღვინო 3,5 ათასი დოლარით. ერთი წლით ადრე ის მეოთხე ადგილზე იყო და 3,3 ათასი დოლარი ღირდა.
