“მასზე უკეთესი გავხდები” – შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა

“ლაიფციგის” ფორვარდმა ბენჟამინ შეშკომ “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის, ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა.
22 წლის სლოვენიელის თქმით, ის ერთ დღეს ნორვეგიელზე უკეთესი ფეხბურთელი გახდება.
“ასეთი შედარებები ენერგიას და მოტივაციას მაძლევს, ზეწოლას საერთოდ ვერ ვგრძნობ. განვითარებას გავაგრძელებ და მასზე უკეთესი გავხდები. ჩემი თანაგუნდელებიც მეუბნებიან, რომ ჩვენ ერთნაირი ფეხბურთელები ვართ, განსაკუთრებით სისწრაფის თვალსაზრისით, ზოგიერთი კი მეუბნება, რომ მასზე უკეთესი ვარ”, – განაცხადა შეშკომ.
ბენჟამინმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში თავი 21 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ შეშკო ამ ზაფხულს “ლაიფციგს” დატოვებს და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. მისი დამატება თავდაპირველად “არსენალს” სურდა და მიკელ არტეტას ნომერ პირველი სამიზნეც გახლდათ, თუმცა გერმანული კლუბის ფინანსური მოთხოვნები “მეთოფეებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა და ლონდონელებმა არჩევანი ვიქტორ დიოკერეშზე შეაჩერეს.
შეშკოს დამატებით ამჟამად “ნიუკასლი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან, ახალგაზრდა ფორვარდი კი უპირატესობას “წითელი ეშმაკების” ვარიანტს ანიჭებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ორივე ინგლისური კლუბი “ლაიფციგს” ფეხბურთელის თაობაზე მალე ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
ერლინ ჰოლანმა “სიტისთან” კონტრაქტი 9 წლით გაახანგრძლივა
“არსენალი” “ლაიფციგის” ფორვარდის დამატებასთან ახლოსაა
ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება
არც ჰოლანი და არც მბაპე – ტიერი ანრიმ დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
უარი გიოკერესზე – “არსენალის” ნომერ პირველი სამიზნე ბენჟამინ შეშკოა
ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება
[PHOTO] “ალბათ, შენი მშობლები ამით ამაყობენ” – ჰოლანმა გულშემატკივრის წერილი გაასაჯაროვა
“ჰოლანმა რითი უნდა გამაკვირვოს?” – პეპ გვარდიოლა