მამუკა მდინარაძე – „მშვიდობიანი დამხობა“ არ არსებობს – ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან ან დაზღვევასთან გვაქვს საქმე – „მშვიდობიანი მკვლელობა“, შეიძლება? თუ ვინმეს დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა პასუხი

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა „დამხობასთან” ერთად ამბობენ “მშვიდობიანს”. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “მშვიდობიანი დამხობა” არ არსებობს, ოპონენტები კი ცდილობენ, რომ დამხობისკენ მოწოდება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, მშვიდობიანობის კონტექსტით დააზღვიონ.
“მშვიდობიანი მკვლელობა” – შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? “მშვიდობიანი დამხობა” არ არსებობს. თუ ვინმე სიტყვა „დამხობას“ ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ სიტყვა – „მშვიდობიანი“ არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამხობს, სიტყვა „მშვიდობიანს“ ნუ ამატებს.
“ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა” – შეძლება ასეთი რაღაც ილაპარაკო? – ასეთ სისულელეს ამბობენ. ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სისულელე კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაში და არც არაფერში ჯდება, როდესაც მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკობ, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო