გოჩა მირცხულავა: მე მის (მზია ამაღლობელის) ქმედებას განვიხილავ მორალურ კონტექსტში, რომელიც ბევრად მაღალია ადამიანის რაობის გააზრებისას, ვიდრე მთელი კანონმდებლობა რაც მსოფლიოში შექმნილა

ჟურნალიტი გოჩა მირცხულავა:
ჩემთვის ყველაფერი ნათელია მზია ამაღლობელის საქმეში და არა მხოლოდ ჩემთვის.
მე მის ქმედებას განვიხილავ მორალურ კონტექსტში, რომელიც ბევრად მაღალია ადამიანის რაობის გააზრებისას, ვიდრე მთელი კანონმდებლობა რაც მსოფლიოში შექმნილა.
ამის მიუხედავად, მოდით ვნახოთ, მაინც რასთან გვაქვს საქმე.
სილის გაწვნის სამი აღწერა ვნახოთ – ლიტერატურული, მეტაფორუული და სამართლებლივი.
ლიტერატურული – „სილა გააწნა“ ჩვეულებრივ აღწერს ფიზიკურ მოქმედებას – ხელის გარტყმას ვინმეს სახეში.
კონფლიქტის სიმბოლო, ემოციური აფეთქება
მაგალითი:
„მას პასუხი აღარ უძებნია – მხოლოდ სილა გააწნა, თითქოს საკუთარი ღირსება უკან დაიბრუნა…
მეტაფორული – სამართლიანობის სიმბოლური აღსრულება: „მან თავისი საქციელით ყველას სილა გააწნა – მტკივნეული, მაგრამ დამსახურებული.“
მორალური დარტყმა, მოულოდნელობა, სამართლიანობა
მაგალითი:
„მისმა განცხადებამ მთელ საზოგადოებას სილა გააწნა – სიმართლე ხმამაღლა თქმული იყო.
სამართლებლივი – სამართლებრივად, „სილის გაწნა“ განიხილება როგორც ფიზიკური ძალადობა, ანუ სხვისი ფიზიკური ხელყოფა:
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ან სისხლის სამართლის ქმედება, დამოკიდებულია შედეგზე და კონტექსტზე:
– თუ დაზარალებულს არ აქვს მნიშვნელოვანი დაზიანება, საქმე შეიძლება მიეკუთვნოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (შეურაცხყოფა, მსუბუქი ძალადობა).
– თუ სილას მოჰყვა სხეულის დაზიანება ან სერიოზული ფიზიკური შედეგი – მაშინ საქმე სისხლის სამართლის ჩარჩოებში გადადის.
– შეიძლება გამოიწვიოს დამნაშავის დაჯარიმება, დაკავება, ან მოსამართლის წინაშე წარდგენა.
ამ ყველაფრიდანაც ნათელია, რაც არის მზია ამაღლობელის ქმედება. უბრალოდ დაზარალებულით ამდენი მანიპულაციაც სისტემის მიერ თავად პოლიციელებისთვისაც უნდა იყოს საკმაოდ დამაფიქრებელი. როდესაც ამ საქმის დაზარალებულს ასეთ მორალურ ტვირთს ჰკიდებს სისტემა, იქ სხვებს რისი იმედი გაქვთ?

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია