“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო ვალენსიამ ეკვადორში ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა. ამის შესახებ 39 წლის ეკვადორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ძალიან უსიამოვნო რამ გამოვცადე. ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლის დასრულება თვითმკვლელობით სურდა და ხიდიდან გადახტომას აპირებდა. მანქანიდან გადმოვედი, მასთან მივედი და გავესაუბრე. ღმერთს მადლობა, რომ მიცნო და ვცადე, რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვა მეთქვა მისთვის. ძალიან რთული იყო. მადლობა ღმერთს, მისი ოჯახიც მოვიდა და თვითმკვლელობა გადაიფიქრა.
გთხოვთ, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, ჩვენს გონებაზე, გულზე. მენტალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – დაწერა ვალენსიამ.
შეგახსენებთ, ანტონიომ ფეხბურთელის კარიერა 2021 წელს დაასრულა, მისი ბოლო გუნდი “კერეტარო” გახლდათ. ვალენსია ეკვადორის ნაკრების ღირსებას 2004/2019 წლებში იცავდა.
· გიგო პაპა მერე ვერ ჰკარი ხელი? ცოტას გაგრილდებოდა ამ პაპანაქება სიცხეში. ))))
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია – სანჩო სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
“ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ…” – ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
34.9 კმ/სთ – ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
“მილანს” რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
The Daily Mail: სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 6 ფეხბურთელს გაუშვებს
ანტონიო ვალენსია პოსტის მოწონების გამო შარში გაეხვა
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
კლუბები შეთანხმდნენ – “იუნაიტედი” “ბრენტფორდის” შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია
“ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა” – რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი “მანჩესტერ იუნაიტედში”
პრემიერლიგაზე სექტემბრის ლაურეატები დაასახელეს
ბრიტანელი მოდელი: ვალენსიამ მომატყუა და გამანადგურა