ირანში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ირანში, 3 იანვარს, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ე.წ. ისლამურმა საელმწიფომ (ISIS) აიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
აქამდე, ირანის ოფიციალური პირები მომხდარში ისრაელს ადანაშაულებდნენ და მკაცრი შურისძიებით იმუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმედ ვაჰიდის შეფასებით, ეს იყო ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
ორი აფეთქება 20 წუთის შუალედით, გენერალ ყასელმ სოლეიმანის საფლავიდან, დაახლოებით, ერთი კილომეტრის რადიუსში მოხდა. აფეთქების დროს შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი სოლეიმანის მკვლელობიდან 4 წლისთავის მიძღვნილ ცერემონიაზე.
აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან 200-ზე მეტ დაშავებულს შორის ბევრი მძიმე მდგომარეობაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)