პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც BBC წერს, აღნიშნული პირები 2023 წელს სამხედროების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებებს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
„პაკისტანის სასამართლო ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი სამწუხარო და სამარცხვინო ინციდენტი, რომ ოპოზიციის ლიდერები ორივე პალატაში მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ისინი იმრან ხანის პოლიტიკური ნარატივის, საზოგადოებრივი წარმომადგენლობისა და კონსტიტუციური ბრძოლის ერთგული მოკავშირეები იყვნენ“, – აცხადებს პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფის“ (PTI).

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება