[VIDEO] “დილა” “რიგასთან” დამატებით დროსთან ახლოს იყო – 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ საკუთარ მოედანზე „რიგასთან“ ფრეს დასჯერდა (3:3), ორი შეხვედრის ჯამში 4:5 მარცხი განიცადა და ტურნირიდან გამოვარდა.
ლატვიაში 1:2 წაგების შემდეგ „დილამ“ შეუტია და არაუჟომ თავურით დააწინაურა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ტაიმის ბოლოს სტუმრებს გალომ პენალტი მოუპოვა და რამირესმა ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „რიგას“ კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე კერესელიძემ გადაარჩინა, მალე კი „დილა“ ბასინგამ წინ გაიყვანა. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს, ისევ მიეცათ შანსები, ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა კერესელიძე, თუმცა მუსამ მაინც შეძლო თანაფარდობის აღდგენა. გორული გუნდი შტურმზე გადავიდა და შედეგსაც მიაღწია – კიკაბიძის ჩაწოდებულ ბურთს ზვიედრისის კარში შეცვლაზე შესულმა ანოფმა თავით მიუჩინა ადგილი. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გორელთ კარი ჩერნომორდნიმ დალაშქრა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანა.
დილა – რიგა 3:3
გოლები: 1:0 არაუჟო (15), 1:1 რამირესი (45+7, პენ), 2:1 ბასინგა (51), 2:2 მუსა (64), 3:2 ანოფი (81), 3:3 ჩერნომორდნი (90+6)
დილა: კერესელიძე, რუხაძე (ილორი 90+4), ეტოუ, არაუჟო, ჩაბრაძე (კიკაბიძე 27), კონტე, ანდრონიკაშვილი, ფარულავა, შეყილაძე (ანოფი 72), ედუძი, ბასინგა
· ჯეკო გვიშველეეეეთ!
· ბოსკამპის უკვდავი ფრაზა! მაგ გულშემატკივრების ფულს ჭამენ მე-9 წელია. იმ ფონდიდან, ნახევარი მილიარდია შეჭმული.
· Roma გაიხსენე ძმაო როგორ იყო. ეროვნულ (სამოყვარულოა ალბათ) ჩემპიონატზე და გინდა ევროსარბიელის დროს 2 წლის განმავლობაში ყოველთვის ვავსებდით სტადიონს. ისეთი გარემო იყო სტადიონზე 5 ათასი კაცი ტურისტად მოდიოდა გარემო აინტერესებდა და არა ფეხბურთი. მერე რა ქნეს გუნდი? ფული გააკეთეს და დაშალეს ეგრევე. ახლა ის თქვით ღირსია გულშემატკივრობის.რაც გუნდები გვყავს ის შედეგი და ზუსტად ის გულშემატკივრობაააა. ტფუი ქართულ კლუბებს განურჩევლად
· ის კაცი გამოიყვანეთ დღეს პრევიუზე რომ დააკომენტარა,რატომ გათვალეთ გუნდებიო. არადა, დალოცვა იყო, ერთი მაინც გავიდესო
· ნაპოლეონი კომენტარებში იცოცხლე ძალიან მაგრები ვართ.ირლანდია ჩამოვიდა რაგბიში და პირველი ტაიმის ბოლომდე ხალხი სტადიონზე შედიოდა. . .აი ეს ხალხი ითხოვს შედეგებს. . .30 წელია ეხვეწებიან 2 საათით ადრე მოდითო მარა ,სტადიონის დაცვა და სტიუარდები ჩიპსების ჩამორთმევას ვერ ადიან.ბილეთები ერთ საათში გაიყიდა ესპანეთთან ,მარა როცა გულშემატკივართა 40 % პროცენტი შევიდა სტადიონზე უკვე 3-0 ვაგებდით. . .ქართველი გულშემატკივარი არც ამ ნაყარ გუნდებს არ იმსახურებს საერთოდ. . .
· სოკრატე სასწრაფოდ მისახედია ეროვნული ლიგა! ძალიან დასუსტდა საქართველოს ჩემპიონატი, ქართულ ფეხბურთს დიდიხანია შუა ძილშია როგორც ქართული გულშემატკივარი ტკბილ სიზმრებში. გულშემატკივარი თავიდანვე უნდა გულშემატკივრობდეს გუნდს და არა ევრო შესარჩევი ციკლის დროს + სტადიონზე არ უნდა ეძინოს! “რაც გულშემატკივარი ის ქართული ფეხბურთი”რომ გუნდს მხოლოდ გამარჯვების დროს უნდა უგულშემატკივრო. კარგი გულშემატკივარი გუნდს მაშინაც აქეზებს, როცა ის მარცხდება.მატჩისდროსაც იყავით აქტიური, იმღერე, იყვირე და შექმენი ისეთი გარემო, რომ გუნდმა შენი ენერგია იგრძნოს. ეგრე დაძინებული ქომაგობითაც წინ ვერასოდეს ვერ წავა ქართული ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატს არ უნდა ერქვას კრისტალბეთი, კროკო ბეთი, ……. (მანდ უკვე ნათლად ჩანს სად კეთდება მთავარი ფსონები) მაგიტომაც საშინლად დაეცა ქართული ფეხბურთის დონე! ბევრი სწორი სამუშაოები გასაკეთებელი საქართველოს ჩემპიონატზე. უაზრო დაფინასებებით ფეხბურთის დონე წინ ვერასოდეს ვერ წავა!
· ჯ.გ. ვაღიაროთ,ჩვენ არ ვიცით ფეხბურთის თამაში,ჩვენმა კლუბებმა არ იციან როგორ ეთამაშონ მეტოქეებს,ბალტიისპირელებიც გვიგებს თავისუფლად,თითქოს აქაურ სიცხეში უნდა გასჭირვებოდათ თამაში,მაგრამ არა,მოტივაცია აჩვენეს,მიზანსაც მიაღწიეს!
· Giorgi მოკლედ ყოველ ევროპის შესარჩევზე მომავალი წლის იმედით ვართ ვისაც ფეხბურთი გვიყვარს. ვინც თამაში ნახეთ დაინახავდით უამრავ შეცდომას ყველა ასპეკტში, შეტევა ხო საერთოდ ნული ან ეს სამი გოლი როგორ გაიტანეს მიკვირს. 11 ნომერი მგონი ფარულავა ხო? პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა კარში ორჯერვე ააცილა მერე პენალტი აიკიდა ბოლო წუთს ტაიმის, და მთლად დაღუპა გუნდი ბოლო წუთზე ჯარიმა აიკიდა და გაგვიტანეს, მწვრთნელი იმიტო ხარ რო მსგავსი სიტუაცია შეაფასო და შეცვალო ფეხბურთელი, ეს თამაში მწვრთნელმა და ფარულავამ წააგო. იმედია მომავლ წელს რაღაც გვეღირსება.
· llcl შესანიშნავია გლდანის მაჟორიტარო დეპუტატო! ოდნავ რომ გამართლებოდა ტორპედოს და განმეორებითი თამაში კვიპროსში ყოფილიყო, თბილისის დროით აგვისტოსაც ევროტურნირებზე შევხვდებოდით! კალაძის წარდგენას თუ ესწრებოდით ბატონო ლევან?
· ვახო გორის დილა ყველაზე სიმპატიური ქართული კლუბია, წარმატებები მომავალში !
· თორნიკე სამარცხვინოა ქართული საკლუბო ფეხბურთი. იბერია სამარცხვინო გუნდი უნიათო მწვრთნელით. სპაერი საერთოდ არაა სახსენებელი. ტორპედო გულის ამრევი. დილამ იბრძოლა მარტო და მაინც გავარდა. სამი გუნდით ვიქნებით აწი ევროთასებზე და ეგეც ზედმეტი მგონია. სამარცხვინოები არიან ყველა ქართული გუნდი
· ირაკლი საკლუბო ფეხბურთი აღარ არის. ეს ნაკრებზე აისახება
· ზურა ჩოხატაურის გუნდი ევროტურნირებზე არ მონაწილეობს?
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
დიეგო ლონგო: “დილა” თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
[VIDEO] “დილა” ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
დავით სხირტლაძე ტრნავას “სპარტაკიდან” “რიგაში” გადავიდა
“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა