ლატვიელმა კალათბურთელმა დევის ბერტანსმა უარი თქვა იმ ოთხთა ტურნირზე თამაშზე, რომელსაც რუსული ბანკი VTB აფინანსებს

ლატვიელმა კალათბურთელმა დევის ბერტანსმა, რომელიც დუბაის საკალათბურთო გუნდის წევრია, უარი თქვა იმ ოთხთა ტურნირზე თამაშზე, რომელსაც რუსული ბანკი VTB აფინანსებს. მიზეზი ს მიერ ზე განხორციელებული სამხედრო აგრესიაა
საუბარია ტურნირზე, რომელიც სექტემბერში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უნდა გაიმართოს ადგილობრივი “ცრვენა ცვეზდას”, დუბაის და რუსული კლუბების, “ცე-ეს-კას” და “ზენიტის” მონაწილეობით.
“იმის გათვალისწინებით თუ ვინ არის ამ ტურნირის ორგანიზატორი, მე არ შემიძლია მივიღო მონაწილეობა მსგავსი დასახელების გათამაშებაში, არ ვითამაშებ ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგაც კი”, – განაცხადა ბერტანსმა.
რუსული კულბები ში ომის გამო ევროტურნირებზე ვერ მონაწილეობენ და ამის გამო ხშირად ეძებენ მსგავსი კერძო ტურნირის ტიპის საშუალებებს, რომ უცხოელ ოპონენტებთან თამაში მოახერხონ.
დევის ბერტანსი საკალათბურთო სამყაროში ცნობილი კაცია. ის 2016 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში NBA-ში თამაშობდა სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. ამერიკაში მას ზედმეტსახელად “ლატვიელ ლაზერს” ეძახდნენ, რადგან გამოირჩეოდა სამქულიანების ზუსტი ტყორცნებით. 2024 წლიდან ბერტანსი დუბაის საკალათბურთო გუნდში გამოდის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა ევროპის ფრონტის წინა ხაზია და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარისკაცს – თუკი ევროკავშირი ამბობს, რომ წინა ხაზია, კეთილი ინებოს, ჩაჯდეს სანგრებში და იომოს მხარდამხარ

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე – იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის