რადიო “თბილისს” მაუწყებლობის ლიცენზია 10 წლით გაუგრძელდება – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რადიოს დამფუძნებელმა, რამაზ სამხარაძემ გაავრცელა. მისი თქმით, კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე დადასტურდა, რომ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც რადიომაუწყებლობის გაგრძელებას ხელს შეუშლიდა.
“მეგობრებო, კარგი ამბავი გვაქვს!
რადიო თბილისს მაუწყებლობის ლიცენზია მომდევნო 10 წლით გაუგრძელდება!
ახლახან დასრულდა კომუნიკაციების კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და სხვა წევრები.
სხდომაზე დადასტურდა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ან ტექნიკური დაბრკოლება, რაც ხელს შეუშლიდა მაუწყებლობის გაგრძელებას.
უკვე 27 წელია, ჩვენს რადიოსადგურებს:
