ვინ არიან „ოცნების“ მსხვილი შემომწირველები – TI-ის ანგარიში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, 2025 წლის პირველი 6 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 6 573 370 ლარის შემოწირულება მიიღო.
ორგანიზაციის თანახმად, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს (1,019,578 ლარი), რაც მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობას უსვამს ხაზს.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს:
· „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
· „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ დონორთა ჯგუფები ასე გამოიყურება:
დოლიძეების სამშენებლო ჯგუფი („მონოლითი 2005“ და „ბონდი-2009“)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, კომპანიები დაკავშირებული არიან ძმებ ნუკრი და მერაბ დოლიძეებთან, მათ ერთსა და იმავე დღეს 2025 წლის 7 მაისს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 120,000 ლარი შესწირეს. 2024-2025 წლებში მოგებული ტენდერების ღირებულება 115 მილიონ ლარს აჭარბებს.
· შემოწირულება (2025): 120,000 ლარი
· სრული ჯამური შემოწირულება: 620,450 ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 115,2 მლნ ლარი; 83 ათასი ლარი (გამარტივებული)
· სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 335,7 მლნ ლარი; 415 ათასი ლარი (გამარტივებული)
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
· ნუკრი დოლიძე: 60,000 ლარი, შპს „მონოლითი 2005“-ის და შპს „ბონდი-2009“-ის მეწილე.
· მერაბ დოლიძე: 60,000 ლარი, შპს „მონოლითი 2005“-ის დირექტორი და მეწილე.
მიღებული სარგებლის დეტალები (2024-2025):
· შპს „მონოლითი 2005“: 2024 წლიდან მიღებული აქვს 8 სახელმწიფო კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 23,954,779 ლარი.
· შპს „ბონდი-2009“: 2024 წლიდან მიღებული აქვს 20 სახელმწიფო კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 91,332,300 ლარი.
შპს „ნოვასთან“ დაკავშირებული ჯგუფი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ეს ჯგუფი, რომელიც სამშენებლო მასალების მსხვილ კომპანია „ნოვას“ პარტნიორებს აერთიანებს, 2025 წლის აპრილის ბოლოს კოორდინირებულად, რამდენიმე დღის შუალედში, 258,000 ლარს სწირავს მმართველ პარტიას. პარალელურად, მათი კომპანია 2024 წლიდან მოყოლებული, 6.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერებს იგებს.
· შემოწირულება 2025 წელს: 260,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 852,000 ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 6,5 მლნ ლარი (ტენდერი); 893 ათასი ლარი (გამარტივებული)
· სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 8,6 მლნ ლარი (ტენდერი); 3,7 მლნ ლარი (გამარტივებული)
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
ჯგუფის ხუთივე წევრი შპს „ნოვას“ მეწილეა. მათ ასევე აქვთ კავშირები სხვა კომპანიებთან, როგორიცაა „ნოვა ტრანსი“, „ელიტ ჰაუსი“ და ა.შ. ჯგუფის წევრებმა შემოწირულება განახორციელეს 25 და 28 აპრილს.
· ჯემალ ანთაძე: 50,000 ლარი
· ემზარ ირემაძე: 54,000 ლარი
· რამაზ ირემაძე: 54,000 ლარი
· ჯემალ ბოლქვაძე: 52,000 ლარი
· ზვიად აბულაძე: 50,000 ლარი
მიღებული სარგებლის დეტალები (2024-2025):
· შპს ნოვას 2024 წლიდან მიღებული აქვს 28 სახელმწიფო შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 6,568,960 ლარი, 2016 წლიდან — 8,622,212 ლარის.
· კომპანიამ 2024 წლიდან 893,231 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, ხოლო 2016 წლიდან 3,740,891 ლარის კონტრაქტი აქვს მიღებული.
უსანეთაშვილები და შპს „არსაკიძე-2000“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, ეს ჯგუფი აერთიანებს მამა-შვილ ვაჟა და ნიკოლოზ უსანეთაშვილებს, რომლებმაც 11 აპრილს ჯამში 105,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“. მათთან დაკავშირებული კომპანია „არსაკიძე-2000“ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია. 2024 წლიდან კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგო.
როგორც TI აღნიშნავს, უსანეთაშვილები ასევე არიან „ლილო-მოლის“ მეწილეები, რომელიც აგრეთვე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველი ბიზნესჯგუფია. 2012 წელს ვაჟა უსანეთაშვილს მაშინდელი მმართველი პარტიისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს 60,000 ლარი შეწირული. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“:
· შემოწირულება 2025 წელს: 105,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 636,000 ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 5,2 მლნ ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 30,5 მლნ ლარი
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
· ვაჟა უსანეთაშვილი: 60,000 ლარი; შპს „არსაკიძე-2000“-ის; შპს „ლილო-მოლის“; შპს „სამყარო“ და სხვ.
· ნიკოლოზ უსანეთაშვილი: 45,000 ლარი; შპს „ლილო-მოლი“, შპს „სამყარო“ და სხვ.
მიღებული სარგებლის დეტალები (2024-2025):
შპს „არსაკიძე-2000“: 2024 წლიდან მიღებული აქვს 8 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 5,214,554 ლარი. კომპანიის მიერ 2016 წლიდან სახელმწიფო შესყიდვების ღირებულება 30,499,015 ლარს შეადგენს.
ბაგრატიონების ჯგუფი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ეს ჯგუფი მუხრან ბაგრატიონს და მისი ოჯახის წევრებს აერთიანებს. მათთანაა დაკავშირებული თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“, „თერგი“, „ოქროს კიდობანი“ და სხვა. ჯგუფი 2025 წლის 17 აპრილს, ერთ დღეში, 165,000 ლარს სწირავს პარტიას. მათთან დაკავშირებული კომპანიები, ძირითადად, აგრარული მიმართულებით, ჯამურად მილიონობით ლარის სუბსიდიებს იღებენ.
· შემოწირულება 2025 წელს: 165,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 1,035,000 ლარი
· მიღებული სუბსიდიები (2024-2025 წლები): 16,6 ათასი ლარი
· სულ მიღებული სუბსიდიები: 2,5 მლნ ლარი
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
ოჯახის სამივე წევრმა „ქართულ ოცნებას“, ერთსა და იმავე დღეს ერთი და იგივე ოდენობის თანხა (17 აპრილი, 55,000 ლარი) შეწირა:
· თეონა ბაგრატიონი: შპს „ედელვაისი-2016“-ის მეწილე.
· მუხრან ბაგრატიონი: შპს „ოკრიბას“ , „ტარიბანული ზეთისხილის“ , „შატო ბაგრატიონის“ და „აჭარა აგროჯგუფის“ დირექტორი და/ან მეწილე.
· ლაშა ბაგრატიონი: შპს „ქართული პროდუქტების“ დირექტორი და მეწილე, ასევე შპს „ედელვაისი-2016“-ის დირექტორი და მეწილე.
მიღებული სარგებლის დეტალები (2024-2025):
· შპს „ქართული პროდუქტები“: 2024 წელს მიღებული აქვს 16,632 ლარის სუბსიდია „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში. კომპანიის ჯამური სუბსიდიები 777,123 ლარს შეადგენს.
· შპს „ოკრიბა“: 2024 წელს მიღებული აქვს 5,100 ლარის კონტრაქტი. სულ კომპანიას მიღებული აქვს 874,391 ლარის ოდენობის სუბსიდიები.
ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული ჯგუფი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, ეს ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ქსელია, რომლის ცენტრალური ფიგურა ს დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელიც თავად უშუალოდ პარტიის შემომწირველი არ არის.
ორგანიზაციის ცნობით, მასთან დაკავშირებული კომპანიები სოფლის მეურნეობის სუბსიდიების ბენეფიციარები არიან და კარიჭაშვილის 8 კომპანიამ სუბსიდიის სახით ჯამურად 56 მლნ მიიღო, აქედან 25 მლნ ლარი — 2024 წელს.
TI-ს თანახმად, 2024 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სულ 196 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა და ამ თანხის 13% მხოლოდ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა მიიღეს. ყველა ეს თანხა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშია გაცემული. კარიჭაშვილის კომპანიებთან დაკავშირებულ შემომწირველებს მმართველი პარტიისთვის სულ 783,000 ლარი აქვთ შეწირული, ხოლო 2025 წელს 140,000 ლარი შესწირეს.
· შემოწირულება 2025 წელს: 140,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 783,000 ლარი
· მიღებული სუბსიდიები (2024-2025 წლები): 25,3 მლნ ლარი
· სულ მიღებული სუბსიდიები: 56,1 მლნ ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 150,000 ლარი (გამარტივებული)
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
TI-ს ცნობით, ქსელის ცენტრშია ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც, მართალია, თავად არ არის შემომწირველი, მაგრამ მისი ბიზნესკავშირები პირდაპირ უკავშირდება დონორებსა და სუბსიდიის მიმღებ კომპანიებს.
· ირაკლი ბექაური: 60,000 ლარი; შპს Bolero & Company-ის და შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანების“ დირექტორი
· დავით ბოჭორიშვილი: 40,000 ლარი; შპს Bolero & Company-ის დირექტორები.
· კახაბერ გაბეშია: 60,000 ლარი, შპს „ათენას“ დირექტორი.
· გიორგი ბოლოთაური: 10,000 ლარი; შპს GVMT Group-ის, შპს „ლამა 1“-ის და შპს „მილადა ინტერნეშინელის“ დირექტორი.
მიღებული სარგებლის დეტალები (2024-2025):
ჯგუფთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიიღეს შემდეგი სუბსიდიები:
· შპს Bolero & Company: 4,324,337 ლარი
· შპს GVMT Group: 3,820,393 ლარი
· შპს „გრუზვინპრომი”: 3,602,446 ლარი
· შპს „უნივერსალ სპირიტს“: 3,450,976 ლარი
· შპს „მილადა ინტერნეშინელ“: 3,275,450 ლარი
· შპს „ლამა 1“: 3,275,450 ლარი
· შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანება“: 3,275,378
· შპს „ათენა“: 281,116 ლარი
· 2024 წლის სექტემბერში შპს Bolero & Company-მ მოსავლის მართვის კომპანიისგან 150,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო.
ჯამბულ თავართქილაძე და „იბერია-ჯ“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ჯამბულ თავართქილაძემ 2025 წლის 17 ივნისს 20,000 ლარი შესწირა. მისი კომპანია, შპს „იბერია-ჯ“, აქტიურად იღებს სახელმწიფო კონტრაქტებს. 2024 წლიდან კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ღირებულება თითქმის 4 მილიონ ლარს შეადგენს.
· შემოწირულება 2025 წელს: 20,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 20,000 ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 3,8 მლნ ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 16,7 მლნ ლარი (ტენდერი); 5,2 მლნ ლარი (გამარტივებული)
მიღებული სარგებლის დეტალები:
შპს „იბერია-ჯ“: 2024 წელს მიიღო 3 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 3,824,889 ლარი, 2016 წლიდან კი 16,747,828 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს და 5,230,144 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვს მიღებული.
„რეალ პალასთან“ დაკავშირებული ჯგუფი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ამ ჯგუფში ერთიანდებიან დეველოპერული კომპანიების „რეალ პალასისა“ და „ბლექ სი თაუერსთან“ დაკავშირებული ბიზნესმენები, ჯუმბერ ზოიძე და თამაზ ბექაია, რომელთა კომპანიების დირექტორი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის, შვილი კობა ფუტკარაძეა.
ორგანიზაციის ცნობით, ჯგუფის წევრებმა 2025 წლის 21 მაისს, ერთ დღეში, 120,000 ლარი შესწირეს. შემოწირულებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის ნოემბერში, მათმა ერთ-ერთმა კომპანიამ თბილისის მერიისგან მსხვილი მშენებლობის ნებართვა მიიღო.
· შემოწირულება 2025 წელს: 120,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 549,000 ლარი
· მიღებული სარგებელი (2024-2025 წლები): მშენებლობის ნებართვა – განაშენიანების ფართობი 18,000 მ2
· სულ მიღებული სარგებელი: მშენებლობის ნებართვები – განაშენიანების ფართობი 140 ათას მ2
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
TI-ს თანახმად, ორივე დონორი ერთმანეთთან დაკავშირებულია რამდენიმე კომპანიით, მათ შორის: შპს „რეალ პალასი“, შპს „ბლექ სი თაუერს“ და შპს „რეალ პალას ქონსთრაქშენი“.
· ჯუმბერ ზოიძე: 60,000 ლარი
· თამაზ ბექაია: 60,000 ლარი
მიღებული სარგებლის დეტალები:
· შპს „რეალ პალას ქონსთრაქშენი“: 2024 წლის ნოემბერში, თბილისის მერიისგან მიიღო მშენებლობის ნებართვა მრავალფუნქციური შენობის ასაშენებლად, რომლის განაშენიანების ფართობი 18,169 კვ.მ-ს შეადგენს.
· შპს „რეალ პალასი”: ბათუმში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ, ჟიული შარტავას გამზირის #16-ში აშენებს 81,136 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს.
· შპს „რეალ პალასი”: ბათუმში, ანგისის ქუჩა #95-ში აშენებს 42,098 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს.
დავით ბერიაშვილი და „არქმშენსერვისი“
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ცნობით, დავით ბერიაშვილმა 2025 წელს 55,000 ლარი შესწირა პარტიას. მისი კომპანია, შპს „არქმშენსერვისი“, მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია. მხოლოდ 2024-2025 წლებში კომპანიამ 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები მოიგო.
· შემოწირულება 2025 წელს: 55,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 55,000 ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 10,3 მლნ ლარი
· სახელმწიფო შესყიდვები (2016 წლიდან): 22,7 მლნ ლარი
მიღებული სარგებლის დეტალები:
TI-ს თანახმად, შპს „არქმშენსერვისი“: 2024-2025 წლებში მიიღო 2 მსხვილი კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 10,274,432 ლარი, 2016 წლიდან კი 22,659,777 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
შპს „აისბერგი 2“-თან დაკავშირებული ჯგუფი
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ცნობით, ამ ჯგუფის წევრებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან კომპანიებთან „აისბერგი 2“ და შპს „ჯეონათსი“, 2025 წლის 8 მაისს, ერთ დღეში, ჯამში 140,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“. მათ კომპანიებს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სუბსიდიები აქვთ მიღებული.
· შემოწირულება 2025 წელს: 140,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 834,000 ლარი
· სულ მიღებული სუბსიდიები: 1 მლნ ლარი
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
ირაკლი ვეკუა შპს „აისბერგი 2“-ის და შპს „ჯეონათსის” დირექტორია, ლატარია და ხურცია ამავე კომპანიების მეწილეები, მათ ერთსა და იმავე დღეს, 8 მაისს, შეწირეს თანხები „ქართულ ოცნებას“.
· ეკატერინე ხურცია: 60,000 ლარი
· კახაბერი ლატარია: 60,000 ლარი
· ირაკლი ვეკუა: 20,000
მიღებული სარგებლის დეტალები:
· შპს „აისბერგი 2“: მიღებული აქვს 969,622 ლარის სუბსიდია.
· შპს „ჯეონათსი“: მიღებული აქვს 38,847 ლარის სუბსიდია.
· შპს „სათნო“: მიღებული აქვს 17,247 ლარის სუბსიდია.
„ლილო-მოლთან“ დაკავშირებული ჯგუფი
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართო დონორთა ქსელი, რომელიც აერთიანებს „ლილო-მოლის“ პარტნიორებს. 2025 წლის გაზაფხულზე კომპანიის 12-მა მეწილემ ჯამში 595,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“, ხოლო სულ პარტიისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
შემომწირველებს შორისაა ვაჟა და ნიკოლოზ უსანეთაშვილები, რომლებიც ასევე დაკავშირებულია მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორ „არსაკიძე-2000“-თან, რომელიც სხვა ქვეთავში დეტალურადაა განხილული. 2024-2025 წლებში უშუალოდ შპს „ლილო-მოლს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი სარგებელი არ მიუღია, მათი მეწილეების კოორდინირებული და მსხვილი შემოწირულებები „ქართული ოცნების“ მიერ აკუმულირებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილია.
· შემოწირულება 2025 წელს: 595,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 3,157,000 ლარი
· მიღებული სარგებელი (2024-2025 წლები): მშენებლობის ნებართვა – განაშენიანების ფართობი 2866 მ2
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
ჯგუფის ყველა წევრი შპს „ლილო-მოლის“ მეწილეა.
· ბაჩო კაპანაძე: 60,000 ლარი
· ილია შონია: 60,000 ლარი
· ილია ბადრიაშვილი: 15,000 ლარი
· დავითი გაგუა: 50,000 ლარი
· გია ანდღულაძე: 60,000 ლარი
· ლევან გაგუა: 55,000 ლარი
· მარიკა გავაშელი: 60,000 ლარი
· გიორგი კვარაცხელია: 40,000 ლარი
· ლევან ანდღულაძე: 30,000
· გიორგი გაგუა: 60,000
მიღებული სარგებლის დეტალები:
TI-ს ცნობით, 2024 წლის სექტემბერში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მიიღო დიდი ლილოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, რომლის განაშენიანების ფართობი 2866 მ2 შეადგენს.
„ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებული შემომწირველები
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ცნობით, ეს ჯგუფი აერთიანებს „ქართუ ჯგუფთან“ და „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებულ მაღალი რანგის თანამშრომლებს. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ კომპანიებს პირდაპირი სახელმწიფო სარგებელი (შესყიდვები ან სუბსიდიები) არ მიუღიათ, ისინი წარმოადგენენ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და დონორთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც TI აცხადებს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში მათმა ჯამურმა შემოწირულებამ 300,000 ლარი შეადგინა.
· შემოწირულება 2025 წელს: 455,000 ლარი
· სულ შემოწირულება: 2,684,430 ლარი
ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
ჯგუფის წევრები იკავებენ ხელმძღვანელ პოზიციებს „ქართუს“ სხვადასხვა კომპანიის სტრუქტურებში.
· გივი ლებანიძე: 60,000 ლარი
· ნიკოლოზ ჩარკვიანი: 55,000 ლარი
· ბექა კვარაცხელია: 55,000 ლარი
· გოჩა ჩიკვილაძე: 40,000 ლარი
· გიორგი ტრიპოლსკი: 30,000 ლარი
· ნატო ხაინდრავა: 60,000 ლარი
· ზურაბ გოგუა: 55,000 ლარი
· ირინა მუსერიძე: 30,000 ლარი
· ბაჩანა ძაგანია: 30,000 ლარი
· ნიკოლოზ გულუა: 40,000 ლარი
როგორც TI-ს ანგარიშშია აღნიშნული, ქართუ ჯგუფთან დაკავშირებულმა პირმა, არჩილ მამაცაშვილმა, რომელიც სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ გენერალური დირექტორია 30,000 ლარი შეწირა პარტია „ხალხის ძალას“. მამაცაშვილს აქამდე 55,600 ლარი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული.
· ბოლო 6 თვეში პარტიების შემოწირულების 87% „ოცნებამ“ მიიღო – TI