ღაზაში სამოქალაქო პირების დაცვაში ისრაელის “შედეგები” მის ზრახვებს არ შეესაბამება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ეს იქნება თემა, რომელზეც [ისრაელთან] ვისაუბრებთ…ვნახეთ, რომ მათ [ისრაელმა] რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს მინიმიზირებისთვის, მოვუწოდებთ, რომ მეტის კეთება გააგრძელონ”,- განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის, გასული წლის დასასრულს, ისრაელში ბოლო ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას ესმის სამოქალაქო პირების დასაცავად გარკვეული ნაბიჯების გადადგმის საჭიროება იმ ომის ფონზე, რომელსაც ის ღაზას სექტორში აწარმოებს.
