გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტი განაახლა. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალ პაკეტში შედის საბრძოლო მასალა, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და ასევე, Skynex-ის თვითმავალი საზენიტო სისტემა.

ირკვევა, რომ ბერლინმა კიევში ლეოპარდ 2 A6 ტანკებისთვის გარკვეული რაოდენობის საბრძოლო მასალა გაგზავნა, თუმცა მათი რაოდენობა მითითებული არ არის.

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის:

Marder-ის ტიპის 10 საბრძოლო მანქანა;

რაკეტები IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;

TRML-4D-ის ტიპის ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი;

საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Skynex;

9 ათასზე მეტი 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალა;

2 ერთეული Wisent 1 (ნაღმების გამწმენდი ტანკი) და BEAVER-ის ტიპის ხიდის დამგები ერთი ტანკი;

3 ათასზე მეტი ჩაფხუტი;

დრონების აღმოსაჩენი 30 სისტემა;

10 GO12-ის სახმელეთო სათვალთვალო რადარი;

10 ერთეული Mercedes-Benz Zetros სატვირთო;

3 HX81-ის ტიპის ტრაქტორი და მისი გადამზიდი 1 ტრაილერი;

34 მანქანა (სატვირთო, მიკროავტობუსები, ყველგანმავალი);

305 ერთეული MK 556 -ის ტიპის ავტომატი და 750 ათასი ტყვია.