რადამ ანტიკორუფციული ორგანოების შესახებ ზელენსკის კანონპროექტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, 331 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის დაბრუნებას ჰპირდება.
ძალაში შესვლამდე კანონპროექტს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.
პარლამენტის სხდომა საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები დეპუტატებისგან კანონპროექტის მხარდაჭერას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ რადამ 22 ივლისს მიიღო და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების — უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) — უფლებამოსილებებს ზღუდავს და მათ გენერალურ პროკურატურას უქვემდებარებს.
გადაწყვეტილებას უკრაინაში — პროტესტი და აქციები, ევროკავშირის მხრიდან კი კრიტიკა მოჰყვა.
ანტიკორუფციული ორგანოების შემზღუდავი კანონის მიღებას წინ უძღოდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ НАБУ-ის რიგი თანამშრომლების სახელმწიფო ღალატში, რუსეთთან უკანონო ვაჭრობასა და კორუფციაში დადანაშაულება.
პროტესტის შემდეგ ზელენსკიმ ახალი კანონპროექტი დააინიცირა და თქვა, რომ როგორც ჩანს, საზოგადოებასთან არასათანადო კომუნიკაცია შედგა. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტის მომზადებაში და ის აღადგენს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის გარანტიებს.
ამ თემაზე:
გამოსავლის ძიებაში: რას ითვალისწინებს ზელენსკის ახალი კანონპროექტი
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელსაც EU-ის კრიტიკა და აქციები მოჰყვა
· გამოსავლის ძიებაში: რას ითვალისწინებს ზელენსკის ახალი კანონპროექტი
· ზელენსკი: რადას წარვუდგენ კანონპროექტს – შევინარჩუნებთ ნორმებს ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის
· ევროკომისიის წარმომადგენელი: უკრაინისგან ველით ევროკავშირის სტანდარტების სრულ დაცვას – კომპრომისი გამორიცხულია

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო