თანამედროვე ბიზნესი წარმატებას მხოლოდ კარგი პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არ აღწევს. კონკურენტულ ბაზარზე მას ადგილის დამკვიდრებაში სტრატეგიული აზროვნება, ფინანსების სწორად დაგეგმვა, ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება და განვითარებაზე მუდმივი ფიქრი ეხმარება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მეწარმეებს ბიზნესის განვითარების სრულყოფილ ეკოსისტემას ბიზნეს 360° პლატფორმის სახით სთავაზობს.
ბიზნეს 360 ერთიანი სივრცეა ბიზნესისთვის, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებულ რესურსებს მოიცავს. ესენია:
ბიზნესკურსი
Businesscourse.ge საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების ინიციატივებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. ესაა ციფრული არხი, სადაც სხვადასხვა თემაზე 60-ზე მეტ ონლაინ კურსია ხელმისაწვდომი.
პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოუსმინოს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: დაფინანსების მოპოვება, ფინანსების მართვა, ციფრული კომუნიკაციები, Excel-ის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და სხვა.
თითოეულ კურსს ქართველი პროფესიონალები უძღვებიან, შესაბამისად, კურსები ადგილობრივი ბიზნესისთვის რელევანტური და პრაქტიკულია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა
ბიზნეს 360°-ის ნაწილია ინიციატივა, რომელიც ქალ მეწარმეებს იდეიდან ბიზნესის განხორციელებამდე სრულფასოვან მხარდაჭერას სთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს გადიან, იღებენ მენტორების მხარდაჭერას და აფართოებენ სანაცნობო ქსელს. ამასთანავე, აქვთ შესაძლებლობა, გრანტი მოიპოვონ.
პროგრამაში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან და სექტორიდან 200-მდე მეწარმე ქალმა მიიღო. ამჟამად კი მე-11 ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. სამდღიანი ვორკშოპები ქუთაისში გაიმართება.
ბიზნესრესურსები
საქართველოს ბანკი ბიზნესს არა მხოლოდ ფინანსურ სერვისებს, არამედ სტრატეგიულ ინფორმაციასა და ანალიტიკურ მონაცემებსაც უზიარებს. პლატფორმის ბიზნესრესურსების მიმართულება სექტორულ კვლევებს, ანალიტიკურ ანგარიშებს, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ინფორმაციას მოიცავს და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს:
· უკეთ გაიგონ ეკონომიკური ტენდენციები;
· სწორად შეაფასონ ბაზრის მდგომარეობა;
· მიიღონ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია
ბიზნეს 360°-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგანმანათლებლო შეხვედრები — რეგულარული ვორქშოპები, ვებინარები და მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკას, მათ შორის ორგანიზაციულ მოწყობას, ციფრულ მარკეტინგს, გუნდის მართვას, ბუღალტრული პროცესების გამარტივებასა და სხვა საკითხებს ფარავს.
შეხვედრები საშუალებას აძლევს მეწარმეებს არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან გამოცდილებაც გააზიარონ.
„ბიზნეს 360 არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე — ეს არის მეწარმეებისთვის შექმნილი მხარდაჭერის პლატფორმა, რომელიც ცოდნას, რესურსებსა და შესაძლებლობებს აერთიანებს. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციურ აზროვნებას, განვითარებას და ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე, ამიტომაც არ ვჩერდებით და მცირე და საშუალო ბიზნესს მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
აღმოაჩინეთ განათლების შესაძლებლობები ბიზნესისთვის. ეწვიეთ პლატფორმას: www.business360.ge
