“ბარსელონას” 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე” – მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

გაბრიელ სანტიაგო ფერნანდესი, მეტსახელად “ბავშვი” თავის ბავშვობის საფეხბურთო კარიერას იხსენებს. ის ლიონელ მესისთან ერთად “ლა მასიაში”, ბარსელონას აკადემიაში თამაშობდა და ძალიან ხშირად ბომბარდირიც ხდებოდა. ცოტა ხნის წინ ფერნანდესმა ცნობილ ესპანურ გამოცემა “მარკასთან” ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აანალიზებს, თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდა მაღალი დონის ფეხბურთელად.
“მე ჩემს კარიერაში ბევრი შესაძლებლობა მქონდა და ყველა ხელიდან გავუშვი…
ამას არ ვნანობ, ცხოვრება ერთ ადგილზე არასდროს დგას და ფეხბურთიც ძალიან რთული და კომპლექსურია. მე მადლობელი ვარ, რადგან მეუღლე და სამი შვილი მყავს.
“ბარსელონამ” ჩემში დიდი პოტენციალი დაინახა. “ბარსაში” ძალიან რთულია, რომ რვა-ცხრა წლის განმავლობაში გუნდის მთავარი ცენტრფორვარდი იყო, რადგან აქ ბავშვები მიდიან და მოდიან. რვა წლის განმავლობაში, შეიძლება სკამის ფეხბურთელიც იყო და მერე ბომბარდირი გახდე. მათ დაინახეს, რომ პოტენციალი მქონდა, მაგრამ, აშკარაა, რომ საკმარისად არ ვიშრომე, რათა უფრო მაღალი დონის მოთამაშე გავმხდარიყავი.
გულწრფელად რომ ვთქვა, ეს “ბავშვის” სახლი იყო და არა – მესის. მე რამდენიმე შეჯიბრზე საუკეთესო გოლეადორი და მოთამაშე ერთდროულად გავხდი, მესი გუნდში ჯერ კიდევ არ იყო, ის შემდეგ წელს მოვიდა და ფაქტობრივად, ჩემს პოზიციაზე კონკურენციას ვერავინ მიწევდა.
აი, როდესაც მესი მოვიდა, ის ათიანზე იდგა, მე კი ცხრიანზე და ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთს ვავსებდით. ჩვენ ყველგან ერთად ვიყავით: მოედანზე, გასახდელში, საძინებელ ოთახში, ავტობუსში… უნდა ვახსენო, რომ ჩვენი ერთად ყოფნა მწვრთნელის, ჰორაციოს დამსახურებაა. მასთან ურთიერთობა წლების შემდეგაც მქონდა…
ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო: როდესაც “დამში” ვთამაშობდი, ხუთშაბათ დღეს ქორწილი მქონდა, რა დროსაც ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი, რომ მესისთვის ჩემი ქორწილის შესახებ ეთქვა, მაგრამ ლეო ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიფრინავდა, ასე რომ, ქორწილში ვერ მოვიდა, მაგრამ ის შაბათს ჩემს თამაშს დაესწრო, ამ შანსს კი ხელიდან ვერ გავუშვებდი… ის მატჩი 1-0 მორჩა, ერთადერთი გოლი მე გავიტანე და მესისთან ერთად საჭმელად წავედი.
ახლა კი იმ პერიოდზე, როდესაც გუნდში სამწვრთნელო შტაბის წევრები შეიცვალნენ… ეს ბუნებრივია, ყველგან ხდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე დავიჩაგრე. გესმით, ალბათ, რომ ფეხბურთში არის კავშირები, ნათესაობები და ასე და ამგვარად სათადარიგოზე აღმოვჩნდი – უბრალოდ, ძირითადში არ მაყენებდნენ და მესისაც ჩემს მაგივრად სასტარტო თერთმეტეულში დაყენებული ორიოლ რიერას საგოლე პასებით მომარაგება მოუწია.
მე ეს ყველაფერი უბრალოდ არ მესმოდა, რადგან თავს საუკეთესოდ ვთვლიდი. “ბარსელონა” 8-წლიან კონტრაქტს მაინც მთავაზობდა, მაგრამ მე ჯიუტად უარი ვუთხარი, ამის შემდეგ კი გუნდიდან წასვლა მაიძულეს. ოღონდ ისე, რომ მადრიდის “რეალისკენ” და “ატლეტიკოსკენ” მიმავალი ყველანაირი გზა ჩამიხერგეს. ამ ორ კლუბში არანაირად არ უნდა მეთამაშა.
საბოლოოდ, ექვსი თვით კატალონიურ “დამში” აღმოვჩნდი, მერე კი 17 წლის ასაკში ტიტო ვილანოვას “ფიგერესში” გადავედი, საიდანაც მესამე ლიგის “გავაში” მოვხვდი, იქიდან – “ალმერიაში” და შემდეგ – “მალიორკაში”. ეს უკანასკნელი უკეთეს კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ რატომღაც მასზე ხელის მოწერა მოგვიანებით ვარჩიე. მალევე კი ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე და “მალიორკამ” კავშირის დამყარება თავად აღარ ისურვა. ყველაფერი დავკარგე.
ამ ყველაფრის შემდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი, ფეხიც საშინლად მტკიოდა… როდესაც ფეხბურთის შიმშილი ვიგრძენი, “ფორმენტერაში” ჩავირიცხე, სადაც ერთი წლით დავრჩი და იმის შემდგომ კატალონიას არ გავცდენილვარ.” – ციტირებს “მარკა”.
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ – არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? – “ალ-აჰლის” არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა – მაიამის “ინტერმა” არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
“შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს” – პეტიმ იამალზე ისაუბრა
“ეს უბრალოდ სიგიჟეა” – ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
ლეგენდარული “ბარსა 87” – დღევანდელი ვარსკვლავების ლამასიური ამბები
მესი შესაძლოა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს