გიგი წერეთელი – გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით მოლოდინების შექმნა დიდი წარმატების მომტანი არასდროს ყოფილა, თუმცა თუ პოლიტიკოსის სურვილია, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი იყოს, ეს პრობლემა არ არის

4 ოქტომბერი ამ ე.წ ადგილობრივი ს თარიღია და ბუნებრივია, რომ ის ადამიანების ცნობიერებაში გამოკვეთილია, თუმცა ზოგადად, გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით მოლოდინების შექმნა დიდი წარმატების მომტანი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და სახელისუფლებო პროპაგანდა ამას ძალიან აქტიურად გამოიყენებს.
„ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ბუნებრივია, სახელისუფლებო პროპაგანდა ამას ძალიან აქტიურად გამოიყენებს, რადგან ოპოზიციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი განხეთქილების წერილების მოძებნა და ამაზე კაპიტალიზაციაა. მე არ შევსწრებივარ არცერთ დისკუსიას, სადაც რაიმე რევოლუციურ სცენარებზე ან კონკრეტულ თარიღებზე იყო საუბარი. 4 ოქტომბერი ამ ე.წ ადგილობრივი არჩევნების თარიღია და ბუნებრივია, რომ ის ადამიანების ცნობიერებაში გამოკვეთილია. ზოგადად, გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით მოლოდინების შექმნა დიდი წარმატების მომტანი დიდად არასდროს ყოფილა“, – განაცხადა წერეთელმა.
წერეთლის თქმით, თუ პოლიტიკოსის სურვილია, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი იყოს, პრობლემა არ არის, რადგან ეს დემოკრატიული პროცესია.
„თუ ჩვენ სწრაფ ცვლილებაზე ვსაუბრობთ და ისტორიული მაგალითები გვინდა – მაგალითად, „ვარდების რევოლუციის“ დროს თარიღი არავის გამოუცხადებია, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის გამო თვითონ პროცესი მომწიფდა ისე, რომ ეს მოხდა. ამას ხელის შეწყობა ჰქონდა საზოგადოებისგან, ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან. საზოგადოება ამისთვის მზად იყო. რაღაც თარიღი არავის „დაუკიდებია“. თარიღის, 4 ოქტომბრის გამოცხადება ბუნებრივია, რადგან 4 ოქტომბერი არის რაღაც დღე და თუ პოლიტიკოსის სურვილია, რომ ამ დღეს პროტესტი იყოს, აქ რა პრობლემაა? ეს დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ბევრი ფუჭი განცხადება მოგვისმენია, რომ რაღაც მზადდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამასაც რაღაც სიუჟეტები მოჰყვეს და იყოს ქარგა, რომ ვიღაც გადატრიალებას და გადმოტრიალებას ცდილობს. ჩემი აზრით, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც ს დაკავებასთან დაკავშირებით ვარაუდს შეეხებოდა, წერეთელმა უპასუხა, რომ დღეს ოპოზიციაში ყველა ლიდერს აქვს საფრთხე, რადგან ყველაფერი შეიძლება იყოს შეთითხნილი და გამოგონებული.
„დღეს ისე მიდის ვითარება და ისეთი სიტუაცია ქვეყანაში, რომ ოპოზიციაში ყველა ყველაფერს ელოდება. ყველა ლიდერს აქვს საფრთხე, რადგან ყველაფერი შეიძლება იყოს შეთითხნილი, გამოგონებული – ნებისმიერი ფაბულა შეიძლება ვნახოთ და მოვისმინოთ რომელიმე კანონდარღვევაზე, კრიმინალზე ან დანაშაულზე. ვინ წარმოიდგენდა, რომ 2025 წელს ამდენი პოლიტიკური პატიმარი იქნებოდა? ამიტომ, ალბათ, რაღაც იქნება“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
გარდა ამისა, წერეთელმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებაზე და აღნიშნა, რომ „ზოგჯერ ხელმწიფე ან გადაწყვეტილებების მიმღები პირი საპასუხისმგებლო საქმეს ანდობს იმას, ვინც შეიძლება საერთოდ არ მოსწონდეს და არ უყვარდეს, არამედ უნდოდეს, რომ მას რაიმე არ გამოუვიდეს.“
„ვინც შიდაპარტიული და პოლიტიკური ბრძოლები იცის, გაიგებს, რომ აქ ორი ამბავია: ერთი თვითონ ს განწყობა მის მიმართ და მეორე ამბავია, როგორია გუნდის შიგნით მის მიმართ დამოკიდებულება. როგორც ჩანს, აქ წინასწარი გაფრთხილებები იყო. როცა ოლიგარქიული სისტემა გაქვს, რომელიც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზეა აწყობილი, გარანტიები იქ არ არსებობს. როგორც ჩანს, ახლა ვარსკვლავები კახა კალაძის სასარგებლოდ განლაგდა ზეცაში. საბოლოო ჯამში ეს მისთვის გამარჯვება იქნება თუ მომავალში კრახი, არ ვიცით. ზოგჯერ ხელმწიფე ან გადაწყვეტილებების მიმღები პირი საპასუხისმგებლო საქმეს ანდობს სხვას, რომელიც შეიძლება საერთოდ არ მოსწონდეს და არ უყვარდეს, არამედ პირიქით უნდოდეს რომ რაიმე არ გამოუვიდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.