“4 ოქტომბერს, 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე” – პაატა ბურჭულაძე

მოძრაობა “რუსთაველის გამზირმა” 4 ოქტომბერს – თვითმმართველობის ს დღეს – დღის 4 საათზე აქცია დააანონსა. ამის შესახებ მოძღაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს უნდა იყოს “ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღე”.
“ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაც, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მიტაცებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს.
4 ოქტომბერ არ იქნება უბრლაოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. 4 ოქტომბერ ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო. ბრძოლა ბოლომდე!”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
“რუსთაველს გამზირი” არის პოლიტიკურ მოძაბა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს და აქტივისტებსა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინგა ჩახვაშვილი: რა სადიზმია ადამიანი, ჯანმრთელობაშერყეული ყოველ პროცესზე ატარო რუსთავიდან მინიმუმ 5 საათი, 9 საათი ფეხზე იდგეს და ღამით კვლავ 5 საათი უკან გზაზე დატანჯო მშიერი, ძალაგამოცლილი. ეს არის თქვენი სახე, ქოცებო