რუსეთმა უკრაინაზე, ძირითადად, კიევზე შეტევისთვის 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისას, რომელსაც 31 ივლისს კიევში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ს ჯარებმა 309 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი“ გამოიყენეს. ამის შესახებ დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
დარტყმის მთავარი მიმართულება იყო დედაქალაქი .
საჰაერო ძალების ცნობითვე, მოგერიებულია 288 დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობა ადასტურებს, რომ მოუგერიებელი 5 რაკეტიდან ერთი კიევში სახლს მოხვდა. საერთო ჯამში, 5 რაკეტით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა იყო 12 ადგილზე, ძირითადად, კიევში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილის 10 საათის მდგომარეობით, კიევში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბიჭი.
დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. მათგან 30 ჰოსპიტალიზებულია. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაჭრილებს შორის 9 ბავშვია, რაც ომის დაწყების შემდეგ კიევში ერთი ღამის განმავლობაში დაშავებული ბავშვების ყველაზე დიდი რიცხვია.
განახლება: დღის 12 საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაშავებულთა რიცხვი 82-ია. მათგან 44 ჰოსპიტალიზებულია.
კიევის სვიატოშინსკის რაიონში რუსულმა რაკეტამ მთლიანად დაანგრია მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. სერიოზულად დაზიანდა სოლომენსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სახლიც.
კიევში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობებიც, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცნო დაწესებულებები და რკინიგზა.
კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დაზიანებულია მაღაზიები და საწყობები. საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ფორუმი