,,არაბული მხარე ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს აეროპორტებთან არსებული სიტუაციით- ე.წ “ტაქსისტები” ტურისტების გატყავებაზე არიან ორიენტირებული”- ლუკა თურქაძე, Feel Georgia

,,არაბული მხარე ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს აეროპორტებთან არსებული სიტუაციით- ე.წ “ტაქსისტები” ტურისტების გატყავებაზე არიან ორიენტირებული”- ლუკა თურქაძე, Feel Georgia
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების თქმით, აზიელი და განსაკუთრებით არაბი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისას მთელ რიგ პრობლემებს აწყდებიან, რომელთა გათვალისწინებითაც ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის ეჭვქვეშ დააყენა.
საუბარია თაღლითურ საქმიანობაზე, რომელიც ძირითადად ს, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მიმდინარეობს. ქართველი მძღოლები უცხოელ ტურისტებს ხშირად რამდენჯერმე გაზრდილი ფასით სთავაზობენ მომსახურებას. ტურისტული კომპანია Feel Georgia-ს დამფუძნებლის, ლუკა თურქაძის თქმით ამის ძირითადად ისაა, რომ ტურისტული კომპანიები მომსახურების გამწევ მძღოლებს ძალიან ცოტას უხდიან, საბოლოოდ მძღოლები კი თანხის გამომუშავებას უცხოელი ტურისტების ხარჯზე ცდილობენ.
,,ცოტა ხნის წინ ვიყავი დუბაის გამოფენაზე, სადაც არაბულმა მხარემ, რომელიც ძალიან მსხვილ სექტორზე მუშაობს მითხრა, რომ ტურისტები უკან ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდნენ. მაგალითად, ტურის შემსრულებელი პირები, ძირითადად მძღოლები ორიენტირებული არიან გამორჩენაზე. ასე იმიტომ ხდება, რომ ტურისტული სააგენტო, რომელიც მათ იქირავებს ძალიან ცოტას უხდის.
ძალიან უკმაყოფილოები არიან აეროპორტში შექმნილი სიტუაციით, რაც ტურიზმს და ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციას აზარალებს. ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებშიც არის პრობლემა, მაგრამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არიან უკანონო, ვითომ ტაქსისტები, რომლებიც ტურისტების გატყავებაზე არიან ორიენტირებული და ეს მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.
ძირითადად ინდოელ და არაბ ტურისტებს აზარალებენ, რადგან ევროპელები ასეთ საკითხებში მაინც გარკვეულნი არიან. არაბებს ნდობის ფაქტორიც აქვთ, მათ აეროპორტში გამორიცხულია ასეთი რამე რომ მოხდეს და ამიტომ ყველას სჯერათ. ამის გამო საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც კი დადო, რომ ამ მიმართულებით საქართველო არც ისე უსაფრთხო ქვეყანაა”,- აღნიშნა თურქაძემ.