– გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!

გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ, რადგან ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს — მათი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე, რუსეთსა და -ს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად ინდოეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობისა და ნავთობის შესყიდვა დაასახელა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
“ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10 დღე. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1) ან ირანი არ არის. 2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!“ – დაწერა დიმიტრი მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია