მიკრობანკი “კრისტალი”, რომელიც ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელსაც 2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის ლიცენზია გადასცა, კომპანიის ტრანსოფორმაციაზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში საუბრობს.
“კრისტალის” გენერალური დირექტორი, ილია ვეკუა ყვება, რა გზა გაიარა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიკრობანკად ქცევამდე.
“ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზა იყო. ეს იყო ძვირფასი ტრანსფორმაცია ორგანიზაციის. მიკროსაფინანსო ბაზარზე ყოველთვის გამორჩეულები ვიყავით, თუმცა ეს ახალ ლიგაში, უფრო უმაღლეს ლიგაში გადასვლის ტოლფასი იყო ჩვენთვის. ამისთვის ვემზადებოდით რამდენიმე წელი, რაც მოიცავდა: ორგანიზაციის რისკების მართვის ჩარჩოს განახლებას, ტექნოლოგიურ განახლებას, ახალი სისტემების დანერგვას, სრულად საბანკო სისტემაზე გადასვლას, ახალი ცოდნის შემოტანას, გუნდის გაძლიერებას – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ დროს. გარდა ამისა, გვქონდა აქტიური მუშაობა როგორც მარეგულირებელთან, ასევე სწორება უშუალო საბანკო ბაზარზე პრაქტიკების და პროცესების მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდა. მარტივი არ იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა მომავლისთვის”, – განაცხადა ილია რევიამ.