– თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები – ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება

თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძის განცხადებით, ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და დისკრედიტაცია ყოვლად მიუღებელია.
“ჩვენი ყველას მიზანი, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, მგონია, რომ ერთია – რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმი და ამ დროს იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც უშიშრად იბრძვის, მცდარიც რომ გეგონოს მისი გზა, უბრალოდ არასწორია. თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები.
ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და აქტიური მებრძოლის დისკრედიტაცია არის ყოვლად მიუღებელი. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ფოკუსი სწორად გვქონდეს გასწორებული. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა