ქაშიბაძის თქმით, დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, მათ კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს.
“ერთი, 9 წლის ბავშვი ახალ წლამდე დაზინდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ.”, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
გუგა ქაშიბაძე, ასევე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია:
“ახლა გავიდა ახალი წელი და [პიროტექნიკის გამოყენება] კიდევ გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს, თუმცა ამ წუთისათვის, [დაზიანებულთა რაოდენობა] შედარებით შემცირებულია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)