მამუკა ხაზარაძე დაბადებისდღეს ულოცავს ვეხია კასრაძესაც და წერს, რომ ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის შემდეგაც “ალბათ კიდევ ბევრი გველის, თუმცა ფინალი იქნება გამარჯვება ჩვენი ქვეყნის”.
ვეფხო, ძმაო
გილოცავ! მინდა მალე გნახო თავისუფლებაზე, შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი ეტაპია, რომლის მერეც ალბათ კიდევ ბევრი გველის, თუმცა ფინალი იქნება გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს და რომლისთვისაც თავს წირავ ყოველთვის, დაუფიქრებლად!
მაგრად მეყოლე!
შენი ძმა, მამუკა
დღეს, ანდრო ჭიჭინაძის და ვეფხია კასრაძის დაბადების დღეა. გლდანის ციხესთან, დღეს, მათი მხარდამჭერები მივიდნენ.