„კერკი“ საბავშვო პროდუქტების ბაზარზე ,,ოკინ“-თან ერთად შემოდის

GGM-ის შვილობილმა კომპანიამ, „კერკი“, სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი ნატურალური ხილის ფირფიტების სერიული წარმოება დაიწყო.
მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანიის ახალი პროდუქტი უკვე განთავსებულია ქართულ საბავშვო ბრენდ „ოკინ“- ის შეფუთვებში. ინოვაციურ და მრავალფეროვან გასართობ პროდუქტებთან ერთად, ბავშვები ტკბილეულის ჯანსაღ ალტერნატივას, ხილის ფირფიტებს დააგემოვნებენ. მწარმოებლის ინფორმაციით, საბავშვო სნექები დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ხილისგან და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატს, კონსერვანტს ან დამატკბობელს.
საქართველოს ბაზარზე ორი ინოვაციური და ღირებულებებზე ორიენტირებული ბრენდის პარტნიორობის მიზანია ხელი შეეწყოს საბავშვო პროდუქტებში კვების ხარისხის გაუმჯობესებას და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას.