ტრამპმა 25%-იანი ტარიფი დაუწესა ინდოეთს, მათ შორის რუსული ნავთობის შესყიდვის გამო

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აგვისტოდან ინდოეთს 25%-იანი ტარიფს უწესებს.
როგორ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე წერს, მაშინ როცა ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს, ინდოეთი, ჩინეთთან ერთად, რუსეთის ენერგოპროდუქტების უდიდესი შემსყიდველია.
„გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში მათთან შედარებით მცირე საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, რადგან მათი ტარიფები ძალიან მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მათ შორის, ყველაზე მკაცრი და არამონეტარული სავაჭრო ბარიერები აქვთ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით.
გარდა ამისა, ინდოეთი ყოველთვის ყიდულობდა თავის სამხედრო აღჭურვილობის დიდ ნაწილს რუსეთიდან და არის რუსეთის უდიდესი ენერგო მომხმარებელი, ჩინეთთან ერთად, მაშინ როცა ყველას სურს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მკვლელობები უკრაინაში – ეს ყველაფერი კარგი არ არის.
შესაბამისად, ინდოეთი გადაიხდის 25%-იან ტარიფს 1 აგვისტოდან, პლუს ჯარიმას ზემოთ აღნიშნულისთვის. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
მანამდე, 14 ივლისს ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, რუსულ ენერგომატარებლებზე მეორად სანქციებს დააწესებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანქცია დაუწესდება ქვეყანას, რომელიც რუსეთისგან ნავთობსა და გაზს იყიდის. ასეთი ყველაზე დიდი ქვეყნები სწორედ ჩინეთი და ინდოეთი არიან. რუსეთისგან ენერგოპროდუქტებს საქართველოც ყიდულობს.
ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით და რუსეთისთვის დადგენილ 50-დღიან ვადას შეამცირებდა. 29 ივლისს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი ულტიმატუმი 10 დღემდე შეუმცირა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად