“ეს არის “ქართუბანკის” მფლობელობის ახალი სტრუქტურა” –

ერონული ბანკის ყოფილი დირექტორი, :
ეს არის “ქართუბანკის” მფლობელობის ახალი სტრუქტურა. თუ წინათ ბანკის ასი პროცენტის მფლობელი( არაპირდაპირ, “ქართუფონდის” მეშვეობით) იყო ივანიშვილის მხოლოდ ერთი შვილი, ახლა მას მხოლოდ 35 პროცენტი აქვს, დანარჩენი 65 პროცენტი კი ოფშორებში გადამალულ ფიზიკურ პირებზეა გადაფორმებული. ვინაიდან თითოეულის წილი 5 პროცენტზე ნაკლებია, მათ არა აქვთ ვალდებულება გაამჟღავნონ საკუთარი ვინაობა. ესენი ალბათ ოჯახის სხვა წევრები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან( წესით თხუთმეტამდე უნდა იყვნენ).
ამით ივანიშვილი ცდილობს თავიდან ააცილოს სანქციები “ქართუბანკს”, “ქართუფონდს” და “ქართჯგუფს”, ვინაიდან მათ არ ჰყავთ მესაკუთრედ ისეთი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლებიც ამ კომპანიებში ფლობენ წილის 51 პროცენტს ან მეტს.
სინამდვილეში საქმე გვაქვს ფიქტიურ, ნომინალურ მფლობელობასთან. ბევრ იურისდიქციაში, განსაკუთრებით ანტიკორუფციული და სანქციური სამართლის კონტექსტში, გადაწყვეტილებები ეფუძნება ფაქტობრივ მფლობელობასა და კონტროლს და არა მხოლოდ იურიდიულ საკუთრებას.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაშიც არის მსგავსი მუხლი.
შეუძლებელია მილიარდობით ლარია ღირებულების დე ფაქტო მფლობელები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არსად უმუშავიათ და საკუთარი შემოსავლები არასდროს ჰქონიათ.
ვნახოთ, უშველის თუ არა ეს მანიპულაციების სანქციების გამკაცრების შემთხვევაში.
ტვ პირველის წინააღმდეგ სარჩელი, არ მიხსენიოთ “ქართბანკი” ივანიშვილია ბანკადო, ძალიან კომიკურია. სასამართლოში ამ სქემას ააფრიალებს და იტყვის სად წერია აქ ბიძინაო.
ასე იცის შიშებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი საფუძვლიანია.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა