შალვა პაპუაშვილი – ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას

„ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, ნამდვილ დემოკრატიას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში გამართული გენერალური დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.
ს განცხადებით, საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა.
„ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა, უცხოური მხარდაჭერით, უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება – ხალხთან. ამგვარი აზრობრივი მანიპულაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ხალხად“ იქცნენ. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებულია არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე.ის ფაქტი, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცვალეს, პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ინტერესები გვავალდებულებს, დავუბრუნდეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ნორმებს – სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისში კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, ყველა უბანზე რაღაც ტიპის დარღვევები ვლინდება – არის ტენდენცია, რომ ამომრჩეველზე 2-2 ბიულეტენის გაცემა ხდება, დატრიალდა „კარუსელიც“

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”