II კვარტალში უცხოელი ვიზიტორები ვიზიტზე საშუალოდ დახარჯული თანხა 6%-ით შემცირდა

2025 წლის II კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 6%-ით 2117 ლარამდე შემცირდა.
კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 6%-ით შემცირდა და 2 116.8 ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 7%-იანი ზრდაა წლიურ ჭრილში. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი იყო, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასევე 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1.3 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა დან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11%-იანი წილით.
რაც შეეხება მიზნობრიობას, საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენება, გართობის მიზნით განხორციელდა, შემდეგ მოდის მეგობრების/ნათესავების მონახულება.
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა. 2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.06 ღამე) 4.7%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 78% განმეორებითი ხასიათის იყო.