ცნობილმა ლატვიელმა კალათბურთელმა დავის ბერტანსმა VTB-ის სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამის შესახებ “დუბაის” კალათბურთელმა თავად განაცხადა.
VTB-ის სუპერთასი 24, 25 სექტემბერს, სერბიის ქალაქ ბელგრადში გაიმართება, აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას მოსკოვის ცსკა, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი”, “ცრვენა ზვეზდა” და “დუბაი” მიიღებენ.
ბერტანსის თქმით, იგი არ აპირებს იმ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას, სადაც აგრესორი ქვეყნის კლუბები ასპარეზობენ.
“ჩემს პოზიციაზე ვისაუბრე როგორც მთავარ მწვრთნელთან, ისე გენერალურ მენეჯერთან, და ისინი მხარს სრულად მიჭერენ. არ ვითამაშებ ტურნირებზე, სადაც აგრესორი ქვეყნის კლუბებია წარმოდგენილი.
რაც შეეხება VTB სუპერთასის ორგანიზატორებს – ასეთ ტურნირზე ვერ ვითამაშებ, თუნდაც “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ”, – განაცხადა ბერტანსმა.
32 წლის ფორვარდი „დუბაის“ 2023 წლის ზაფხულს, NBA-ში გატარებული 8 წლის შემდეგ შეუერთდა.
წინა სეზონში ადრიატიკის ლიგაში მისი საშუალო სტატისტიკა 11.3 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს “დუბაიმ” შემადგენლობა ცსკა-დან და “ზენიტიდან” დამატებული ალექს ავრამოვიჩითა და დუეინ ბეიკონით გააძლიერა.
U18. საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ფინალში სომხეთს სძლია და B დივიზიონში გადავიდა
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონის ფინალშია
თორნიკე შენგელიას 11-მა ქულამ “ბასკონია” მარცხისგან ვერ იხსნა
თორნიკე შენგელიას გუნდმა სტამბოლში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
