ისრაელი ლიბანის სამხრეთში “ჰეზბოლას” პოზიციებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებს

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში “ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმები მიიტანა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინა ისრაელის თვითმფრინავებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს ლიბანის სამხრეთში მდებარე “ჰეზბოლას” პოზიციებზე. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების გაშვების პოზიცია, სადამკვირვებლო პოსტი და ტერორისტული ჯგუფის მიერ გამოყენებადი სხვა ინფრასტრუქტურა.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცალკეული დარტყმა განახორციელეს “ჰეზბოლას” სხვა სადამკვირვებლო პოსტზე, რომელიც სოფელ მარუნ ელ-რასში მდებარეობდა.
ჰაგარის თქმით, ბოლო საათის განმავლობაში “ჰეზბოლამ” რამდენიმე ჭურვი გაუშვა ისრაელში მდებარე მანარას და მისგავ-ამის მიმართულებით, რის საპასუხოდაც ისრაელის თავდაცვის ძალები ჭურვების გაშვების ადგილებს არტილერიით ბომბავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”