ისრაელი უტევს სამხრეთ ღაზას, იზრდება შეშფოთება ომის გაფართოებაზე

4 იანვარს 14 პალესტინელი ემსხვერპლა ს შეტევას ხან-იუნისზე, ღაზის სექტორის სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც სავსე იყო ანკლავის სხვა ადგილებიდან თავდასხმებს გამოქცეული ადამიანებით – იუწყება ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო. სააგენტო “როიტერსს” სამინისტროდან აცნობეს, რომ დახოცილებს შორის ცხრა ბავშვია.
ისრაელი ამ თავდასხმაზე განცხადებას არ ავრცელებს, თუმცა 4 იანვარს იუწყებოდა საჰაერო იერიშებსა და ბრძოლაზე ხან-იუნისში ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
ღაზის მოსახლეობა ასევე იუწყება, რომ ანკლავის ცენტრში ისრაელის თვითმფრინავები და ტანკები ლტოლვილთა სამ ბანაკს დაესხნენ თავს, რის გამოც ბევრმა სამოქალაქო პირმა სამხრეთს მიაშურა.
მატულობს საერთაშორისო შეშფოთება, რომ კონფლიქტი შესაძლოა გასცდეს ღაზას და მოიცვას ისრაელის მიერ ოკუპირებული დასავლეთის სანაპირო, ჰეზბოლის ძალები ლიბან-ისრაელის საზღვარზე და წითელი ზღვის არხები.