მომავალ კვირას ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ნატოსა და უკრაინის ოფიციალური პირები მომავალ კვირას შეიკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის მიერ წარმოებული საჰაერო კამპანია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად აწარმოებს.
ნატოს სპიკერმა დილან უაიტმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 10 იანვარს მოიწვევს ნატო-უკრაინის საბჭოს “ბოლო რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმების შემდეგ”.
უკრაინელი ოფიციალური პირები მოკავშირეებს სთხოვენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი ძალისხმევის გაწევას. ყოველდღიურად აწარმოებს სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ.
რუსული თავდასხმების ორი ყველაზე მძიმე ღამე გასული კვირის განმავლობაში იყო, როცა კრემლმა ასობით ფრთოსანი რაკეტა და დრონი გამოიყენა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ, მათ შორის, კიევზე თავდასხმებისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება. მან მოლაპარაკებებს „რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანი“ უწოდა.
კულებამ მოკავშირეებს ასევე მოუწოდა სწრაფად გაუგზავნონ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია