ლუკა კურტანიძის საქმის პროკურორი – სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები – არსებობდა როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და იმ ინტენსივობიდან გამომდინარე, რასაც ბრალდებული ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, – ამის შესახებ ვეტერანი სპორტსმენის ლუკა კურტანიძის საქმის პროკურორმა დავით კირჩხელმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები სრულად გაიზიარა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები და შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ჩვენ მივუთითეთ შუამდგომლობაში, რომ არსებობდა როგორც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება პოლიციისთვის ხელის შეშლაზე და შეიძლება თუ არა, რომ ლუკა კურტანიძეს ბრალი დაუმძიმდეს, პროკურორი აცხადებს, რომ ფაქტობრივად, ბრალდებულის მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა არ განხორციელებულა და მისი ქმედებები მიმართული იყო არა პოლიციელების წინააღმდეგ, არამედ დაზარალებულის მიმართ.
„პოლიციელებს კურტანიძის ხელი არ ხვდებათ. ფაქტობრივად ბრალდებულის მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა არ განხორციელებულა. უბრალოდ, როცა ის მიიწევდა დაზარალებულისკენ, ხდებოდა პოლიციელის მიერ ამის აღკვეთა. როგორც მოწმეები განმარტავენ, პოლიციას დაუსხლტა ხელიდან. უშუალოდ პოლიციის მისამართით არ იყო მიმართული ეს[ქმედება]. ჩატარდა გამოძიება, გამოკითხული იქნა როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე სხვა მოწმეებიც. ბრალდებულის ქმედება მიმართული იყო არა პოლიციელების წინააღმდეგ, არამედ დაზარალებულის მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა