ელექტროენერგიის ექსპორტის შემოსავლები თითქმის განახევრდა – 41%-ით შემცირებული ექსპორტი

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ელექტროენერგია ექსპორტზე 4 კომპანიას გაჰქონდა. აქედან სამი ქართულ დენს თურქეთში, ერთი კი სომხეთში ყიდდა.
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარ საექსპორტო ქვეყანაში – თურქეთში დენი ექსპორტიორები “ბუქაფ სოლუშენზი”, “საქართველო ურბან ენერჯი” და “აჭარა ენერჯი 2007” არიან.
საჯარო რეესტრის მიხედვით, “საქართველო ურბან ენერჯის” 100%-იანი წილის მფლობელი თურქეთში რეგისტრირებული კომპანია “ანადოლუ კავკასია ენერჟი იათირიმლარია”. კომპანიას რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეა, თუმცა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნოდარ კურტანიძეა.
რაც შეეხება “აჭარ ენერჯი-2007”-ს, კომპანიაში წილები ასე ნაწილდება: “ეკსიმ იათირიმ ჰოლდინგი” (თურქეთში რეგისტრირებული) 52%; “აბდულლაჰ თივინიქლი ისარის ფონდი” (თურქეთში რეგისტრირებული) – 24%; “სააქციო საზოგადოება ისარ იშთირაქლერ ეღითიმ ვე საღლიქ” (თურქეთში რეგისტრირებული) – 24%.
მესამე ექსპორტიორ კომპანიას “ბუქაფ სოლუშენზს” აპრილში აქვს მიმართული რეესტრისთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე, რაც საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა.
სომხეთში ექსპორტიორი კომპანიის “ქროს ბორდერ ტრეიდინგის” მფლობელი ილია ქუტიძეა.
წელს ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 41%-ით 0.4 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. ექსპორტის სეზონი მაისში დაიწყო და Galt & Taggart-ის შეფასებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ექსპორტის შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების კლებას უკავშირდება. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით კვტ.სთ-ზე 4.3 ცენტამდე შემცირდა.
ფასის კლების პირობებში, იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრდა (კლება 44%). ჯამში ექვს თვეში ქვეყანამ დენის გაიდვებიდან 19.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 16 მლნ დოლარის ელექტროენერგია თურქეთშია ექსპორტირებული.
აღსანიშნია, რომ თურქეთი ქართული ელექტროენერგიისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია, სადაც 2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე გატანილი დენის 82% გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ დენის ექსპორტიდან შემოსავლები შარშანაც შემცირდა. 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1 047.4 მლნ კვტსთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა, რაც 28.7%-ით შემცირებული მაჩვენებელი იყო. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კი გასულ წელს 49 მლნ დოლარამდე, 48.6%-ით იყო შემცირებული.
წყარო – bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან